TbilisiKey Company ჩემთვის არის ადგილი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში და გახდა ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
უკვე 3+ წელია, რაც ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ , კომპანიამ მომცა გამოცდილება, ცოდნა და უნარები, რომლებიც დღევანდელ შედეგებს განსაზღვრავს ამ დროის განმავლობაში განხორციელებულია 1000 + წარმატებით დასრულებული გარიგებები , რამაც ჩამომიყალიბა ის უნარები , რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის .
TbilisiKey გახდა სივრცე, სადაც ჩემი პოტენციალი რეალურ შედეგებად გარდაიქმნა.
TbilisiKey-მა მომცა შესაძლებლობა განვითარებისთვის, სწავლისთვის და პროფესიული ზრდისთვის, რამაც გამაძლიერა როგორც გაყიდვების მიმართულებით, ასევე კლიენტებთან მუშაობის პროცესში.
დღეს ჩემი როლი, როგორც გაყიდვების მენეჯერი, მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, გაყიდვების პროცესის მართვას და თითოეული ობიექტის სწორად პოზიციონირებას ბაზარზე.
ვმუშაობ იმაზე, რომ თითოეულმა კლიენტმა მიიღოს მაქსიმალური შედეგი როგორც გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე წარმატებულ გარიგებაში .
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქმე იყოს პასუხისმგებლობით შესრულებული, ხოლო თითოეული პროცესი სანდოობაზე, სწორ კომუნიკაციასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული.
ასევე მნიშვნელოვანია ჩემი მონაწილეობა კომპანიის ზრდასა და განვითარებაში რადგან წარმატება იქმნება გუნდურად და საერთო მიზნებით.
“შედეგი იქმნება სწორი მიდგომით და გამოცდილებით”