Skip to main content

TbilisiKey

ანა უჩანეიშვილი კერძო სახლებისა და ვილების ექსპერტი

TbilisiKey ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის ნდობას, უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას და თითოეულ გარიგებას აქცევს კარგად დაგეგმილ, უსაფრთხო და შედეგიან პროცესად. აქ კლიენტი იღებს სრულ მომსახურებას  საბანკო, ფინანსური და იურიდიული მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას.

მე, როგორც ამ გუნდის ნაწილი, უკვე 7+ წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში, ვეხმარები კლიენტებს მიიღონ მაქსიმალურად სარფიანი და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები.

ჩემს პრაქტიკაში დაგროვილია უამრავი წარმატებული და სარფიანი გარიგება, რაც მაძლევს შესაძლებლობას ზუსტად შევაფასო თითოეული ობიექტის რეალური ღირებულება და პოტენციალი.

ვმუშაობ კერძო სახლებისა და ვილების მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხს, ლოკაციას და დეტალებს. ჩემი პორტფელი მოიცავს ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც კლიენტებს აძლევს წვდომას უნიკალურ შესაძლებლობებზე.

თითოეულ ობიექტზე ვმუშაობ ინდივიდუალური სტრატეგიით და ვმართავ მოლაპარაკებებს ისე, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად მომგებიანი კლიენტისთვის.

ჩემთვის მნიშვნელოვანია:
• კლიენტისა და მფლობელის ინტერესების სრულად დაცვა
• პროცესის დეტალურად და პროფესიონალურად მართვა
• ძლიერი მოლაპარაკებები და შედეგის მაქსიმიზაცია
• სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, სანდოობა და შედეგი 
მომმართეთ მე  ანა უჩანეიშვილი

ჩემთვის უძრავი ქონება არ არის უბრალოდ გაყიდვა  ეს არის სტრატეგიული პროცესი, სადაც თითოეული დეტალი მუშაობს თქვენი მაქსიმალური სარგებლისთვის.

მე არ ვეძებ უბრალოდ გარიგებებს  ვქმნი შედეგებს, რომლებიც რეალურად ზრდის თქვენი გადაწყვეტილების ღირებულებას !