Skip to main content

TbilisiKey

მარიამ მუსერიძე მიწის ნაკვეთების ექსპერტი

TbilisiKey გადაწყვეტილებები, რომლებიც ქმნის ღირებულებას, შესაძლებლობები, რომელსაც სწორ დროს ხვდები, სწორედ ამ პრინციპზე ვმუშაობ. მიწის ნაკვეთი ჩემთვის არ არის მხოლოდ სივრცე, ეს არის რესურსი, რომელიც სწორად შერჩევის შემთხვევაში გარდაიქმნება სტრატეგიულ ინვესტიციად.

ვფლობ მიწის ნაკვეთების ბაზარს და ვაფასებ თითოეულ ობიექტს, არა მხოლოდ მდებარეობით, არამედ მისი განვითარების პერსპექტივით, პოტენციალითა და რეალური ღირებულებით. ჩემი მიზანია, კლიენტს დავანახო ის შესაძლებლობა, რომელიც ხშირად ზედაპირზე არ ჩანს.
ჩემი გამოცდილება და პრაქტიკა მაძლევს საშუალებას:

* სწორად შევაფასო მიწის საინვესტიციო პოტენციალი
* წინასწარ განვსაზღვრო მისი განვითარების შესაძლებლობები
* შევაფასო რისკები და თავიდან ავირიდოთ არასწორი გადაწყვეტილებები
* დეტალურად გავაკონტროლო იურიდიული და ტექნიკური საკითხები
* დავიცვა კლიენტისა და მფლობელის ინტერესები ყველა ეტაპზე

ვმუშაობ თბილისიქის სრული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს თითოეული გარიგების სრულყოფილ მართვას იურიდიული, ფინანსური და საბანკო მიმართულებით.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მიწის შეძენა, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ქმნის ღირებულებას, მაშინ თქვენ სწორ ადგილას ხართ.

”მე ვეხმარები კლიენტებს აწმყოში დაინახონ მომავალი.”