TbilisiKey Company – ჩემთვის არ არის მხოლოდ ბრენდი ეს არის გუნდი, ადამიანების ერთობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველდღიურად ვიზიარებ.
ვუყურებ მას როგორც ერთიან სივრცეს, სადაც ნდობა, მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა ქმნის საერთო შედეგს, ხოლო თითოეული ადამიანი და თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს სტაბილურობა, სიზუსტე და ყურადღება პროცესის ყველა ეტაპზე.
TbilisiKey-ში ოპერაციული პროცესების მართვა წარმოადგენს სისტემის ძირითად ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, სიზუსტეს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩემი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საბანკო და მენეჯმენტის სფეროებში მუშაობას +7 წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში და +5 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვასა და ლიდერულ პოზიციებზე, რაც მაძლევს შესაძლებლობას ვმართო პროცესები სტრუქტურულად, ეფექტურად და შედეგზე ორიენტირებულად.
ჩემი როლი მოიცავს გუნდის კოორდინაციას, პროცესების კონტროლს და მომსახურების სტანდარტების დაცვას, რათა თითოეული კლიენტი მიიღოს ორგანიზებული და პროფესიონალური გამოცდილება.
გუნდი წარმოადგენს ჩემი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს — ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცესების მართვა, არამედ გუნდის განვითარება, მხარდაჭერა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს გრძნობს დაფასებულად და მოტივირებულად.
ვზრუნავ, რომ გუნდში იყოს სწორი კომუნიკაცია, სტაბილურობა და საერთო მიზანზე ორიენტირებული მუშაობა.
ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა სანდოობის შენარჩუნება და ადამიანების მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე — სწორი კომუნიკაციით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით.“სისტემა განსაზღვრავს შედეგის ხარისხს.”
“სანდოობა იწყება სწორად მართვადი პროცესით.”
წინსვლა, რომელიც შედეგამდე მიდის.